თავში

ევროკავშირის საგარეო სამსახური უვადო მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის საგარეო სამსახური უვადო მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის საგარეო სამსახური უვადო მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გუშინ, საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლე დაამტკიცა, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.

შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა, საბოლოო კენჭისყრამდე, მეტი ძალისხმევა უნდა დათმობოდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას.

საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის.

შესაბამისად, ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე, საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სხვა ძირითადი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 მოსამართლე დაამტკიცა. 

უვადო მოსამართლეებს შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

პრლამენტმა ჩააგდო თამარ ალანიას, გოჩა ჯეირანაშვილის, ლაშა ქოჩიაშვილის, შოთა გეწაძისა და პაატა სილაგაძის კანდიდატურები. 

კენჭისყრას საკუთარი სურვილით გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

ანალოგიური შედეგით დასრულდა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაიურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system