თავში

ევროპარლამენტარი: ეს ბიძინა ივანიშვილის ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტია

ევროპარლამენტარი: ეს ბიძინა ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტია
ევროპარლამენტარი: ეს ბიძინა ივანიშვილის ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტია

ევროპარლამენტის წევრი, ევროპის სახალხო პარტია ქრისტიან დემოკრატებიდან, მიხაელ გალერი აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

„ისინი ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ისინი ელიან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“,- წერს გელერი. მისივე თქმით, ყველა პარტიამ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების შინაარსი და სულისკვეთება. „ეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტია“,- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ განაცხადება გააკეთა ასევე სენატორმა ჯიმ რიშმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ აქტუალური გახდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი 8 მარტის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების საგანი არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა თხოვნით, ნათელი მოეფინათ შეთანხმების შინაარსისთვის იმის თაობაზე, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

აღნიშნულ მიმართვას აშშ-ის საელჩოსა და ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადება მოჰყვა, სადაც აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ელჩები მოუწოდებენ მხარეებს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა . ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system