თავში

ევროპელი "სოციალისტების" პარტია უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის საქართველოში გაგზავნას მიესალმება

ევროპელი "სოციალისტების" პარტია უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის საქართველოში გაგზავნას მიესალმება
ევროპელი სოციალისტების პარტია უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის საქართველოში გაგზავნას მიესალმება

ევროპელი "სოციალისტების" პარტია მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია საქართველოში გაიგზავნოს. ამის შესახებ პარტია თავის ვებგვერდზე წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი ინიციატივა თბილისის მერმა კახა კალაძემ მას შემდეგ დააყენა, რაც სადაო გახდა "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი.

"მივესალმებით საქართველოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს. მისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ კოლეგები სოციალ-დემოკრატიული და სახალო პარტიიდან, ხელს შეუწყობს ამ საქმის არსებით განხილვასა და შეფასებას და მასში უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს," - აცხადებს ევროპელი სოციალისტების პარტიის პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი.  

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს სთავაზობს, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა. ცნობისთვის, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან და ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system