თავში

ფაქტობრივი შეუსაბამობებია - მიხეილ სარჯველაძე Freedom House-ის ანგარიშზე

ფაქტობრივი შეუსაბამობებია - მიხეილ სარჯველაძე Freedom House-ის ანგარიშზე
ფაქტობრივი შეუსაბამობებია - მიხეილ სარჯველაძე Freedom House-ის ანგარიშზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის დასკვნა არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას.

მისივე თქმით, ორგანიზაციისთვის ინფორმაცია ტენდენციურად არის მიწოდებული.

,,რამდენადაც გავეცანი თვითონ დასკვნას, იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არსებით გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებებზე, რომელიც გაკეთებულია დასკვნაში.

მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია, მაგრამ იქ არის აშკარად ფაქტობრივი შეუსაბამობები, არაერთია მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაშიც და იგივე გადათვლასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც ეყრდნობა შემაჯამებელი დასკვნა. ამიტომ, მე ვერ გავიზიარებ, რა თქმა უნდა, შეფასებას, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზრისით პრობლემატურია, თუ არის - ამის დასაბუთებისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანაშივე ოპოზიციას მიცემული," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system