თავში

გადადგა "ნაცების" ინტერესისთვის - მდინარაძე გახარიაზე

გადადგა "ნაცების" ინტერესისთვის - მდინარაძე გახარიაზე
გადადგა ნაცების ინტერესისთვის - მდინარაძე გახარიაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამო გადადგა. 

მდინარაძის თქმით, გახარიამ საკუთარ გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა.

"ეს ადამიანი გადადგა "ნაცების" ინტერესისთვის, ფაქტია - "ნაცმოძრაობის", მართალია ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარისთვის გადადგა. ფაქტი ეს იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა.

მიუხედავად ამისა, სადაც ის თავის გუნდთან ერთად, ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს უნდა ვთქვათ, არ უნდა უარვყოთ, იმიტომ რომ არავინ არ დაგვიჯერებს, რომ ვთქვათ არაფერი არ მოგვწონდა ამ კაცის, მაშინ გვეტყვიან, რატომ გყავდათ პრემიერ-მინისტრად", - განაცხადა მდინარაძემ გადაცემაში, "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან".

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system