თავში

გია ვოლსკი თვლის, რომ კონგრესმენის წერილი მიკერძოებულია

გია ვოლსკი თვლის, რომ კონგრესმენის წერილი მიკერძოებულია
გია ვოლსკი თვლის, რომ კონგრესმენის წერილი მიკერძოებულია

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ამერიკელი კონგრესმენის წერილი შეაფასა. მისი თქმით, არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც საქართველოში ამერიკულ კომპანიას უტევდნენ.

„იმდენად უსაფუძვლოა და იმდენად საქართველოს რეალობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, რომ დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ კი იტყვის, რომ ეს აბსოლუტურად მიკერძოებული თემაა. დემოკრატიული ღირებულებები რომ არა, ამერიკასა და საქართველოს შორის ეს ურთიერთობები არ იქნებოდა, გინდა პოლიტიკური, გინდა ეკონომიკური, გინდა სამხედრო... ნებისმიერ სფეროში ჩვენი ურთიერთობები არის უმაღლესი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

წერილში, რომელიც კონგრესმენმა მარკვეინ მალინიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას გამოუგზავნა, აღნიშნულია რომ დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ის შეშფოთებას გამოხატავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system