თავში

გორის ჰოსპიტალში ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან

გორის ჰოსპიტალში ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან
გორის ჰოსპიტალში ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ, თუ ის იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გორის ჰოსპიტალში დღეს, 18 საათზე ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system