თავში

იმედიანი გაზაფხული დგება - შალვა ნათელაშვილი

იმედიანი გაზაფხული დგება - შალვა ნათელაშვილი
იმედიანი გაზაფხული დგება - შალვა ნათელაშვილი

ვფიქრობ, იმედიანი გაზაფხული დგება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. 

„ჩვენმა სტუმარმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რასაც ვერ წარმოვიდგენდით ის მოახდინა, რომ ჩვენ დავსხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან, კონსულტაციებისთვის, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, ვიდრე არ გათავისუფლდება ნიკა მელია და ყველა პოლიტიკური პატიმარი. ასევე, ვიდრე პირველ საკითხად არ ჩაჯდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა შეცვალოს არა მარტო ხელისუფლება, ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. 

შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ჩვენ გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი, საქართველოში ვიზიტად მყოფი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორგანიზებით გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system