თავში

ინსპექტორის სამსახურის გაუქმება დასჯის გზავნილია - საპარლამენტო ოპოზიცია

ინსპექტორის სამსახურის გაუქმება დასჯის გზავნილია - საპარლამენტო ოპოზიცია
ინსპექტორის სამსახურის გაუქმება დასჯის გზავნილია - საპარლამენტო ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს, რეფორმის საფარქვეშ სახელწმიფო ინსპექტორზე დარტყმად და უმრავლესობის მხრიდან დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასჯის გზავნილად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატებმა პარლამეტნში საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

"ქართული ოცნების შვიდი დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სასმსახურის გაუქმებას და პარლამენტის მიერ არჩეული სახელწმიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ჩამოცილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუაციას უთხრის ძირს და აყენებს უზარმაზარ დარტყმას, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან, რომ ყველა მათგან დამოუკიდებელი თუ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და ასევე საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან, საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალი წლის წინა კვირაში არის შემოსული ეს ინიციატივა, ის მომზადებულია ყველასაგან ფარულად, თავად ინსპექტორიც ჩართული არ ყოფილა და ინიციატორები ითხოვენ მთელი რიგი კანონების განხილვას დაჩქარებული წესით. ეს კანონპორექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება სახელმწიფო ისნპექტორზე, ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე." - თქვა ანა ნაცვლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახრუის გაყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

ცნობისთვის, სახელწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ 25 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა საახალწლო სიურპრისი აღმოჩნდა.

ფაქტზე განმარტება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არ განიხილება და ინიციატივა აღნიშნული უწყება ორი სამსახურით ჩანაცვლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system