თავში

ის ქმნის შენს პოლიტიკურ იდენტობას- თამარ ჩერგოლეიშვილი

ის ქმნის შენს პოლიტიკურ იდენტობას- თამარ ჩერგოლეიშვილი
ის ქმნის შენს პოლიტიკურ იდენტობას- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას" დამფუძნებელი და რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "ქართულმა ოცნებამ" კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

"მიქელანჯელომ, ქვაში ანგელოზი დავინახე და იქამდე ვკვეთე, სანამ არ გავათავისუფლეო.

წინააღმდეგობის მნიშვნელობაზეა - წინააღმდეგობა კვეთს ადამიანის იდენტობას, რომელსაც შემდეგ სხვები ხედავენ.

პოლიტიკაშიც ასეა - რაღაც მიზანს ხედავ და ამ მიზნისკენ სიარულში რა წინააღმდეგობასაც დაძლევ, ის ქმნის შენს პოლიტიკურ იდენტობას",წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა და კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, არცერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა.

16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს "ქართული ოცნება" ხელს აწერს.

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system