თავში

ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია

ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია
ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ აზარაშვილის კანდიდატურა წარადგინა. 

„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მას ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ამაში თავად დავრწმუნდით, როცა მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი. ბატონი ზურა მაშინ „დელტას“, ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი იყო. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მან ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:

"მადლობა პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ მოკლე ვადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ჯანდაცვის მომავალი მინისტრი მანამდე ტერაბანკში, "კორ-სტანდარტ ბანკსა" და "ქართუ ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი, და "დელტას" ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.

ახალი მინისტრის დანიშვნამდე ეკატერინე ტიკარაძე მოვალეობის შემსრულებლად რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system