თავში

კატეგორიულად მიუღებელია - თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

კატეგორიულად მიუღებელია - თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს
კატეგორიულად მიუღებელია - თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მინისტრის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის განცხადებები არის კატეგორიულად მიუღებელი. როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ჩვენი ჯარი არის ძლიერი. დიდება ჩვენს სამხედროებს, აი, ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტ. ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system