თავში

ხვალ, პარლამენტში პროკურორი მიდის - ნიკა მელია

ხვალ, პარლამენტში პროკურორი მიდის - ნიკა მელია
ხვალ, პარლამენტში პროკურორი მიდის - ნიკა მელია

ხვალ, 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში პროკურორი მიდის, პარლამენტში მივლენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებიც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ნიკა მელია წერს. 

მისივე ინფორმაციით, ადვოკატები საკანონმდებლო ორგანოში პროკურორისთვის კითხვების დასასმელად მივლენ.

,,10:00 საათზე ,,პარლამენტში", იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროკურორი მიდის.

„პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატებიც - გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით - პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ.

იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“.გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული!

და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, ეს იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system