თავში

კობახიძის თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, გახარია "ოცნებისგან" ფულს ითხოვდა

კობახიძის თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, გახარია "ოცნებისგან" ფულს ითხოვდა
კობახიძის თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, გახარია ოცნებისგან ფულს ითხოვდა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე "ქართული ოცნებისგან" ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვდა.

კობახიძის თქმით, კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრაც შედგა.

"იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო საუბარი იმაზე, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან ფინანსური დახმარება არ დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას, რაზეც მიიღო შესაბამისი პასუხი. ალბათ კეზერაშვილში შევეშალეთ.

ამის შემდეგ მისი მხრიდან იყო ზარები და ითხოვდა შეხვედრას. დღეს შედგა შეხვედრა კახი კალაძესა და გახარიას შორის, სადაც უთხრა კახი კალაძეს, რომ ის აპირებდა კანდიდატურის დაყენებას, რაზეც კალაძისგან მიიღო პასუხი, რომ ეს მისთვის არაა საინტერესო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

"ჰაერის რხევაა, რასაც ისინი ახლა ლაპარაკობენ და დიდი ინტერესი არ მაქვს რას ამბონენ," - აცხადებს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

თბილისის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე, ხოლო ოპოზიციიდან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იბრძვის.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system