თავში

"ლელოს" გადაწყვეტილება ცნობილია

"ლელოს" გადაწყვეტილება ცნობილია
ლელოს გადაწყვეტილება ცნობილია

პოლიტიკური პარტია "ლელო" არ აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

"ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დღეს იმსჯელა "ლელოს" პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ აპირებს შესვლას ამ პარლამენტში, რადგან "ლელო" არ აპირებს ამ არალეგიტიმური არჩევნების ლეგიტიმიზაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგიც ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას. ჩვენ გვიხარია, რომ არის ერთსულოვნება და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მივიღოთ ობიექტურ პირობებში ჩატარებული არჩევნები. ვიბრძოლდბთ, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომლის შედეგიც არ გამოიწვევს არცერთ კითხვის ნიშანს" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ცესკო-ს მონაცემებით "ლელომ" საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. 

შეგახსნებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე ცოტა ხნის წინ უარი განაცხადა "ლეიბორისტულმა პარტიამ", რომელმაც 1 მანდატი მოიპოვა.

ამასთან, "ევროპული საქართველო" მეათე მოწვევის პარლამენტს სრულ ბოიკოტს უცხადებს. ამასთან, პარტია მონაწილეობას არ მიიღებს მეორე ტურში. ცესკო-ს მონაცემებით, "ევროპულმა საქართველომ" 5 მანდატი მოიპოვა.

ცნობილია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა".

ასევე საკანონმდებლო ორგანოში არ შედის ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები".

საპარლამენტო მანდატებზე უკვე უარი თქვა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

დღესვე, სხვა პარტიების გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system