თავში

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს
მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე, შესაძლოა, მიხეილ ბატიაშვილი მაია მიმინოშვილმა ჩაანაცვლოს. გავრცელებული ინფორმაცით, მიმინოშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისი კანდიდატურაც მინისტრის პოსტზე განიხილება. 

თავად მაია მიმინოშვილი report.ge-სთან ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ერთიანი გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მეთაურთან კონსულტაცია . 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის თანამდებობას, მაგრამ აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს მიმინოშვილის კანდიდატურას. 

"დიდი ხანია მაიას ვიცნობ, ის ჩვენი გუნდის წევრია და ბუნებრივია, მხარს დავუჭერ, თუ პრემიერ-მინისტრი მას კანდიდატად დაასახელებს, თუმცა, სიმართლე გითხრათ განათლების კომიტეტში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა" - განუცხადა report.ge-ს მარგველაშვილმა. 

მაია მიმინოშვილმა, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა, თანამდებობა 2018 წლის სექტემბერში დატოვა. საგამოცდო ცენტრს მიმინოშვილი 2002-2007 წლებშიც ედგა სათავეში, ხოლო 2007 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. 2008 წლიდან კი კვლავ გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნდა. 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system