თავში

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად

მდინარაძე: სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად
მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად

"სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს აქცია ჩაუვარდათ და ამის შემდეგ გადაწყვიტეს ცესკოსთან დემონსტრაციის გამართვა. 

"აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკო-ს შენობაში შეჭრა. ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს. როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით ოცდაათ უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები. დამატებით, სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს კიდევ ათამდე უბანზე გადათვლა ამ ბიულეტენების. ჯერჯერობით ამ გადათვლების შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა არ გფამოვლენილა არათუ გაყალბების ფაქტი.

ვუერთდებით ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორევს და კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები, ასევე, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system