თავში

მარიამ ჯაში: თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ

მარიამ ჯაში: თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ
მარიამ ჯაში: თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ

თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს პარლამენტში სამუსაო კაბინეტი დღეს დაცალა. 

„რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირადადაც მქონდა საუბარი გიორგი კვირიკაშვილთან, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა, დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში, ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება იყოს უაღრესად დადებითი ნაბიჯი. თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელთან დაკავშირებით ჯერ არ მაქვს მიღებული. ვფიქრობ, რომ ერთი მიმართულება არის პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნება, თუმცა ისევე ,როგორც 2016 წელს არ ვგეგმავდი, გარკვეულმა გარემოებებმა გახადა აუცილებელი ჩვენი ჩართვა პოლიტიკაში, დაველოდებით, თუკი მოითხოვს სიტუაცია და ჩემი დარჩენა პოლიტიკაში, თუნდაც მცირედით იქნება ნაბიჯი დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა ეს ძალიან ადრეა",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მარიამ საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მან უმრავლესობა 14 ნოემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system