თავში

მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

"ქართული ოცნების" წევრმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა არჩილ თალაკვაძესთან დახურული შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა თავად გააკეთა

"ვტოვებ უმრავლესობას და ვტოვებ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ ის პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, იყო პრინციპული, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება," - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

პირველ ცდაზე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, განმეორებით რეგისტრაციაზე კი — 139 დეპუტატი დაფიქსირდა, მესამე მცდელობაზე — 141. ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა.

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით "ქართლი ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system