თავში

მიხეილ სააკაშვილი: ის რომ ქვეყანაში არ მიშვებენ, ძალიან მწარე განცდაა

მიხეილ სააკაშვილი: ის რომ ქვეყანაში არ მიშვებენ, ძალიან მწარე განცდაა
მიხეილ სააკაშვილი: ის რომ ქვეყანაში არ მიშვებენ, ძალიან მწარე განცდაა

ის რომ მე ქვეყანაში არ მიშვებენ, ეს ძალიან მწარე განცდაა. სადაც შემიძლია ჩემს ქვეყანას გამოვადგები ყველაფერში, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით ის საქართველოს გამოადგება იქ, სადაც ამის შესაძლებლობა ექნება.

„ქართველ ხალხს აინტერესებს, რომ ცხოვრობდეს დაცულ ქვეყანაში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება პერსპექტივა. ყველაფერი დანარჩენი არის მეათეხარისხოვანი.

პოლიტიკოსების წვრილმანი რაღაცები და საერთოდ პოლიტიკა მსოფლიოში ხალხს არ აინტერესებს და ეს არის ნორმალური. ჩვენ პოლიტიკოსები კი არა, სახელმწიფო მოღვაწეები გვჭირდება.

ზემოდან მოლაპარაკე თავები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ნორმალურად მოლაპარაკე ადამიანები, რომლებსაც ტვინი გახსნილი აქვთ და არიან საზოგადოების ნაწილი.

მე ისტორიიდან ვერავინ ვერ ამომშლის. ის რომ მე ქვეყანაში არ მიშვებენ, ეს ძალიან მწარე განცდაა. სადაც შემიძლია ჩემს ქვეყანას გამოვადგები ყველაფერში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

განცხადება  მიხეილ სააკაშვილმა "მთავარ არხთან" გააკეთა, სადაც მას ჰკითხეს აპირებს თუ არა ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. 

შეგახსენებთ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ზელენსკის ამ ნაბიჯის საპასუხოთ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. თეიმურაზ შარაშენიძე ორ კვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ მივიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system