თავში

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დაწყების ვადა გადაწია

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დაწყების ვადა გადაწია
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დაწყების ვადა გადაწია

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა განუცხადა. 

როგორც შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, სააკაშვილის ამ პირობას მიზნის მისაღწევად უფრო მისაღებად და ეფექტურად მიიჩნევს. მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ამ დრომდე სააკაშვილთან შეხვედრისას კონფიდენციალურობის შენარჩუნება რჩება.

„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად. მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მის თითოეულ განცხადებასა თუ მოსაზრებას. 

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რჩება ხანგრძლივ პრობლემად, გახლავთ სააკაშვილთან შეხვედრისას დასაცავი კონფიდენციალურობა. ჩვენ დღესაც არ გვქონდა საშუალება, რომ გვქონოდა კონფიდენციალური კომუნიკაცია და იყო მყარი ბარიერი აღმართული, ასევე ვერ მოვახერხეთ წერილობითი კორესპონდენციის მიმოცვლა, რაც არის ერთადერთი ფორმა. რომლითაც ვერ გაიგებენ ჩვენი საუბრის შინაარსს. მოვუწოდებ დაწესებულების უფროსებს, რომ ეს უმსგავსობა აღმოფხვრან და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომ დაგვეხმარონ ამის აღმოფხვრაში”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს - მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს. მოთხოვნების შესასრულებლად მან ხელისუფლებას თავდაპირველად ვადა 6 იანვრამდე მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system