თავში

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია" - რატი ბრეგაძე

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია" - რატი ბრეგაძე
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გორის ჰოსპიტალში არსებულ პირობებზე ისაუბრა. 

რატი ბრეგაძის თქმით, ის იმყოფებოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და პირადად გაეცნო იქ არსებულ ვითარებას.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს სამედიცინო პერსონალთან, რომელიც მსჯავრდებულს მკურნალობს.

"მე პირადად ვიმყოფებოდი გადაყვანის ღამეს და გავეცანი იმ მდგომარეობას, სადაც იმყოფება პატიმარი. გავესაუბრე ექიმებსაც.

მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი – შიმშილობის შემდგომი კვების განახლება და სიმპტომატური მკურნალობა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი", – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system