თავში

მოაწერს თუ არა დანიელსონის დოკუმენტს ხელს "ევროპული საქართველო"

მოაწერს თუ არა დანიელსონის დოკუმენტს ხელს "ევროპული საქართველო"
მოაწერს თუ არა დანიელსონის დოკუმენტს ხელს ევროპული საქართველო

დოკუმენტს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს არ ითვალისწინებს და პოლიტპატიმრების საკითხს ბუნდოვანს ტოვებს, რა თქმა უნდა ხელს არ მოვაწერთ - აცხადებენ "ევროპულ საქართველოში"

როგორც არჩილ თალაკვაძის ბრიფინგის საპასუხოდ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განმარტა, მართალია მმართველმა გუნდმა დღეს პირველად დაუშვა ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა, თუმცა დასახელებული 40% ბოკერიას თქმით, "გაუგებარი, ბუნდოვანი და აბსოლუტურად არალოგიკური ტესტია"

"ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, ან პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ ან იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები" - ამბობს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა და კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, არცერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა.

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს "ქართული ოცნება" ხელს აწერს.

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system