თავში

"მოძალადე ჯგუფების გამართლება ჩვენი მხრიდან არასდროს მოხდება" - ანრი ოხანაშვილი

"მოძალადე ჯგუფების გამართლება ჩვენი მხრიდან არასდროს მოხდება" - ანრი ოხანაშვილი
მოძალადე ჯგუფების გამართლება ჩვენი მხრიდან არასდროს მოხდება - ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნებისთვის" მედიაზე ძალადობა მიუღებელია. 

მისივე თქმით, მმართველი პარტია მოძალადე ჯგუფებს არასდროს გაამართლებს. 

"ჩვენთვის, "ქართული ოცნების" თითოეული წევრისთვის მედიაზე ძალადობა მიუღებელია. ზოგადად, ძალადობაა დანაშაული, არასდროს არ მოხდება მოძალადე ჯგუფების გამართლება "ქართული ოცნების" მხრიდან. ჩვენი ვალდებულებაა, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ და ყველა შეკითხვას, რაც არსებობს, ერთი მხრივ, მედიაზე ძალადობასთან მიმართებით, მერე მხრივ, თქვენი კოლეგის გარდაცვალებასთან მიმართებით, გაეცეს პასუხი. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ხელისუფლება ამას გააკეთებს", -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლშიგარდაცვლილი ნახეს.

 უკვე მეორე დღეა, პარლამენტთან ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system