თავში

"მოშიმშილე ადამიანი მოიტაცეს, ამაზე მეტად როგორ უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან" - ნიკა მელია

"მოშიმშილე ადამიანი მოიტაცეს, ამაზე მეტად როგორ უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან" - ნიკა მელია
მოშიმშილე ადამიანი მოიტაცეს, ამაზე მეტად როგორ უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხალხმა ხელისუფლებას უწყვეტი საპროტესტო აქციებით უნდა უპასუხოს. 

მისივე თქმით, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით, აქციები სხვადასხვა ლოკაციებზე დაიწყება.

"მოშიმშილე ადამიანი მოიტაცეს, ამაზე მეტად როგორ უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან. არაკაცების ხელისუფლებაა. არაკაცების ხელისუფლებას ერმა პასუხი ხალხმრავლობით, უწყვეტი აქციებით და თანმიმდევრობით უნდა გავცეთ. ნურავის ექნება იმედი და მოლოდინი, რომ სადმე შევიჭრებით, მაგრამ წაგლეკავთ ხალხმრავლობით და უწყვეტი პროტესტით",- განაცხადა მელიამ თავისუფლების მოედანზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ.

გაუარესებული ანალიზების გამო, კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system