თავში

,,ნაციონალური მოძრაობა" შესულია პოლიტიკურ პროფილაქტიკაში, რემონტზე - მელია

,,ნაციონალური მოძრაობა" შესულია პოლიტიკურ პროფილაქტიკაში, რემონტზე - მელია
,,ნაციონალური მოძრაობა შესულია პოლიტიკურ პროფილაქტიკაში, რემონტზე - მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ პარტია ამჟამად პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია.

მისივე თქმით, იანვრის ბოლოს ,,ნაციონალური მოძრაობა"  მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე დადგება. 

,,ნაციონალური მოძრაობა" ამჟამად შესულია პოლიტიკურ პროფილაქტიკაში, რემონტზე, მაქსიმუმ იანვრის ბოლოს გამოვა იქიდან დაბერილი საბურავებით, შესწორებული ყველა ნაწილით, რომელიც იყო ავარიული, მწყობრში მოყვანილი პოლიტიკური მანქანა დადგება მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე, პირველივე დღიდან ამ ყველაფერში დარწმუნდება საზოგადოება. გუნდი მნიშვნელოვნად შეივსება ახალი, საჭირო ადამიანებით", - განაცხადა ნიკა მელიამ "ღამის მთავარში".

ცნობისთვის, ნიკა მელია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ოფიციალურად 27 დეკემბერს გახდა. 

პარტიის თავმჯდომარე ონლაინ ხმის მიცემის პრინციპით 20 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა აირჩია. 

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system