თავში

პარლამენტში შოთაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან

პარლამენტში შოთაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან
პარლამენტში შოთაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღარ მოხდება. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავა. ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დააყენა.

ოხანაშვილის თქმით, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შოთაძის მოსმენა გამჭვირვალე და სრულფასოვანი იყო.

,,ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცესის განხორციელება. ვინაიდან ასეთი დეტალური განხილვა იყო, მე ბიუროს ვთხოვე, რომ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ და აღარ არის მიზანშეწონილი ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად. თუკი ვინმეს ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მათ შორის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც გუშინ პერფორმანსი მოაწყვეს, მათაც ჰქონდათ შესაძლებლობა კომიტეტს დასწრებოდნენ. ამიტომ პირველი მოსმენით დადგენილი წესით, პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე შეგვიძლია, პირდაპირ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი", -  განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი გუშინ დაუჭირა. 

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია, რის შემდეგაც პარლამენტს წარუდგინა. შოთაძეს თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system