თავში

ვოლსკი: პარტიები ვალდებულნი არიან დასხდნენ და მოილაპარაკონ

ვოლსკი: პარტიები ვალდებულნი არიან დასხდნენ და მოილაპარაკონ
ვოლსკი: პარტიები ვალდებულნი არიან დასხდნენ და მოილაპარაკონ

უმრავლესობას რა უფლება აქვს, რომ ვინმეს უარი უთხრას მოლაპარაკებაზე, ან რა უფლება აქვს ჩაიკეტოს თავის ფორმატში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, უმრავლესობის იმ შეთავაზებაზე განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ისინი მზად არიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ყველა ოპოზიციურ პარტიას ინდივიდუალურად შეხვდნენ.

ვოლსკის თქმით, საუბარი, რომელიც არ სურს ერთს, შესაძლოა სურდეს სხვას.

"პოლიტიკური ცხოვრება არ იკეტება თავის ფორმატში, საზოგადოებაა მთავარი, რომელიც გარკვეულ პარტიებს მხარს უჭერს და ამიტომ არიან პარტიები ვალდებულნი, დასხდნენ და მოილაპარაკონ, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებიც, ამაზე მე არ მაქვს საუბარი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდაროგორც დღეს დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის დრო იწურება.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, ოპოზიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დააკავების შემდეგ შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system