თავში

ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება გირაოს თუ არა - თალაკვაძე

ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება გირაოს თუ არა - თალაკვაძე
ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება გირაოს თუ არა - თალაკვაძე

პატიმრების საკითხზე პრაქტიკულად ყველაფერი ნათლად იყო განმარტებული ორივე მხარისთვის, ვიდრე დოკუმენტს ხელს მოვაწერდით. ყველა მხარემ იცის, თუ რა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი, სავარაუდოდ შეწყალების მექანიზმს უახლოეს დროში გამოიყენებს.

"პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რათა ეს შეთანხმება შემდგარიყო და მისი ვადები მკაფიოდ დაასახელა. მაღალი ალბათობით, ის უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის შეთანხმება და ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მიერ ხელმოწერამდე, ეს მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს. პირველი-ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არა. შემდეგი ნაბიჯი, როდესაც კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტიის პროექტზე", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system