თავში

"ნუთუ მართლა ასე ბნელა?" - მიხეილ სააკაშვილი

"ნუთუ მართლა ასე ბნელა?" - მიხეილ სააკაშვილი
ნუთუ მართლა ასე ბნელა? - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მორიგ წერილს ავრცელებს. 

მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ეხმაურება:

"7 ნოემბრის საქმეზე" მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას - გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ "პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე".

7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში. ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 24 იანვარს გაიმართება. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system