თავში

პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში, ხელს უშლის შეთანხმებას - თალაკვაძე

პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში, ხელს უშლის შეთანხმებას - თალაკვაძე
პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში, ხელს უშლის შეთანხმებას - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი მოლაპარაკების პროცესში ხელს უშლის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, უმჯობესი იქნება თუ აღნიშნულ საკითხს მოლაპარაკების დროს საერთოდ არ განიხილავენ.

,,პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში ხელს უშლის შეთანხმებას, ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მეორეს მხრივ აყენებს მოთხოვნას, მოხდეს მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია. ანუ წარმოიდგინეთ ერთი ხელით, როდესაც გთხოვენ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და მეორე ხელით გთხოვენ, რომ პოლიტიკური დავალება მისცე მართლმსაჯულების სისტემას, რომ ვინმე გაათავისუფლონ, ეს ალბათ გესმით, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ბევრად უფრო დაეხმარება თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ საერთოდ პარტიებს შორის მოლაპარაკების სფეროდან. ეს იქნებოდა სწორი სამართლებრივად და ლოგიკური კონსტიტუციურად," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე მეოთხე დღეა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. მას საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, გუშინ განაცხადა, რომ თბილისში შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს.

დღეს დანიელსონი როგორც ოპოზიციის, ასევე ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდა. 

შვედი დიპლომატი ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლს ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system