თავში

პრეზიდენტი ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას, ჩემთვისაც ასე იყო - სააკაშვილი სენატორი შაჰინის განცხადებაზე

პრეზიდენტი ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას, ჩემთვისაც ასე იყო - სააკაშვილი სენატორი შაჰინის განცხადებაზე
პრეზიდენტი ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას, ჩემთვისაც ასე იყო - სააკაშვილი სენატორი შაჰინის განცხადებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმაურება.

მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ხელისუფლების მშვიდობით გადაბარებისთვის მადლობა უთხრეს სენატორმა ჯინ შაჰინმა და სენატორმა რიშმა.

,,შაჰინი მოვიდა სენატორ რიშთან ერთად და მათ მითხრეს დიდი მადლობა, რომ ასე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა, ამის შემდეგ მე ვნახე ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, რამდენიმე კვირაში ზუსტად, ფენიქსში, მაკეინმა მიგვიწვია თავისთან სახლში, ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე და მათი თანდასწრებით მითხრა, შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო, ამერიკელისთვის გითხრას - ხარ ჯორჯ ვაშინგტონიო.

ჯორჯ ვაშინგტონი იყო ძალიან წარმატებული პრეზიდენტი, რომლის სახელიც ქვია აშშ-ის დედაქალაქს და რომელსაც შესთავაზა, კონგრესის უმეტესმა ნაწილმა, რომ მას თავი გამოეცხადებინა მეფედ და სამუდამოდ დარჩენილიყო ამერიკის მმართველად - მან კი თქვა, ამერიკა არის რესპუბლიკა და მე არასდროს ვიქნები მუდმივი მმართველი, მე როგორც პრეზიდენტი, ვზღუდავ ჩემს ვადას და მივდივარ მმართველობიდან. აქედან მოდის აშშ-ის ფილოსოფია, რომ ქვეყანა არ ეკუთვნის არავის, პრეზიდენტი ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას, ჩემთვისაც ასე იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ,,მთავარის" ეთერში.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში გამოსვლისას, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების მნიშვნელობაზე საუბრისას, მაგალითისთვის 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაიხსენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system