თავში

"პროტესტი გახდება უფრო ფართომასშტაბიანი და მწვავე" - აკაკი მინაშვილი

"პროტესტი გახდება უფრო ფართომასშტაბიანი და მწვავე" - აკაკი მინაშვილი
პროტესტი გახდება უფრო ფართომასშტაბიანი და მწვავე - აკაკი მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი, რომელიც პარტიის ოფისის მიმდებარედ მე-4 დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ქილიკი მათ პროტესტთან დაკავშირებით, ნერვიულობის ნიშანია.

მისივე თქმით, 200-მდე მოშიმშილეს, ადამიანები კიდევ შეუერთდებიან და პროტესტი უფრო მასშტაბური გახდება.

"ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, ხედავს ყველა, რამდენად კონსოლიდირებულია "ნაციონალური მოძრაობა", რამდენად გააქტიურებულია "ნაციონალური მოძრაობა" და ეს პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება ნამდვილად, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ლოკაციაზე და კიდევ უფრო მწვავე. მათ შორის აქციებით", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების გადაწყვეტილება 21 დეკემბერს, პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან გაშლილ კარვებში პარტიის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობენ.

ისინი პროტესტის ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system