თავში

"ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში" - ელენე ხოშტარია

"ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში" - ელენე ხოშტარია
ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში - ელენე ხოშტარია

მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია დღეს ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა. 

პოლიტიკოსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გახელაძის ოჯახს ყველა გვერდში უნდა დაუდგეს. 

"ახლა ვიყავი ზაზა გახელაძის ოჯახში, ამდენი ხანი ხალხი ითმენს, ელოდება, რომ რაღაც გადაწყდება. ამასობაში რუსი დაკავებულები წამში გადავეცით, არც გვიცდია გაცვლა, აზერბაიჯან-სომხეთის ამბავშიც არ ჩავდეთ ეს თემა. ოჯახს გადაწყვეტილი აქვს მოქმედება და ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ.

გეგმებს გაგაცნობთ მალე, ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების თქმით, თუ 23 ივნისამდე კონკრეტული შედეგი არ იქნება, ისინი გახელაძის მოსანახულებლად ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე თავად გადავლენ. ოჯახი აანონსებს საპროტესტო აქციებსაც.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე უკვე 11 თვეა, რაც უკანონო პატიმრობაში რჩება. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს, 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system