თავში

რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემდეგ?

რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემდეგ
რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემდეგ?

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ურთიერთობა არ გაუფუჭდება, ისე, როგორც ეს პეტრო პოროშენკოს შემთხვევაში მოხდა. ამის შესახებ მან "Україна 24-ის" ეთერში განაცხადა.

სააკაშვილმა ზელენსკის მამაცი უწოდა, რახან ეს თანამდებობა შესთავაზა.

"პრეზიდენტთან ერთად მე სქემებს დავამსხვრევ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ის "ქართულ გუნდს" აღარ შეკრებს, როგორც ეს პოროშენკოს დროს მოხდა.

"მე ვფიქრობ, რომ აქ საკმარისი უკრაინელია, იმისთვის რომ მათ ცხოვრებაში თავისი ადგილი და როლი იპოვონ", - განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერის პოსტზე წარდგენის საკითხს მმართველი პარტია "ხალხის მსახური" დღეს განიხილავს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დანიშვნას უკრაინის პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 

22 აპრილს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხაილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და რადაში პროგრამას მალე წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system