თავში

"სააკაშვილი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში" - ხერხეულიძე

"სააკაშვილი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში" - ხერხეულიძე
სააკაშვილი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში - ხერხეულიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრისთვის ნებისმიერ გარემოში მზად არის. 

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიციაც.

"მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი გამოთქვეს შეხვედრა გაიმართოს საპატრიარქოში, თუმცა მას შეუძლებლად მიაჩნია ტექნიკურად განხორციელდეს ეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის არის პატიმრობაში, არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მან არ იცის როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები, თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია, მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს სხვა, გარდა მზაობისა და ის გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, ეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს იქნება გორის ჰოსპიტალი, ნებისმისიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება",  - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system