თავში

საქართველო თავად წყვეტს, რომელ ორგანიზაციებში სურს გაწევრიანება - კელი დეგნანი

საქართველო თავად წყვეტს, რომელ ორგანიზაციებში სურს გაწევრიანება - კელი დეგნანი
საქართველო თავად წყვეტს, რომელ ორგანიზაციებში სურს გაწევრიანება - კელი დეგნანი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე გაკეთებულ განცხადებებს, ბუქარესტის სამიტის თეზისების გამეორებას ცეცხლთან თამაში უწოდა, საქართველოში ამერიკის ელჩი გამოეხმაურა.

კელი დეგნანის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად რომელი ალიანსის ნაწილად ყოფნა სურს.

"NATO-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გააკეთეს ძალიან მკაფიო კომენტარები მიმდინარე კვირას NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. ეს არის გზავნილი, რომელიც უცვლელია ყოველწლიურად ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.

უცნაურია, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ამას ახლა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას 90-იან წლებში, რამაც მკაფიო გახადა, რომ ყველა, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს და განსაზღვროს თავისი სამხედრო ალიანსები. საქართველოს ასევე აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ორგანიზაციებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში სურს წევრობა." -ამბობს კელი დეგნანი. 

ცნობისთვის, როგორც ლავროვმა განაცხადა, 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system