თავში

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია - ლავროვი

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ევროპული
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმი უწოდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთხელ, 2008 წლის აგვისტოში ეს უკვე აფეთქდა.

მისი თქმით, ასეთი "ნაღმი" უკვე აფეთქდა - 2008 წელს, როდესაც "ეიფორიაში მყოფმა" საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ავანტიურაზე წასულიყო, რომელსაც საქართველოსთვის მძიმე შედეგები მოჰყვა.

"ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებენ, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, ეს ხალხი ცეცხლს ეთამაშება. დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია, ამას ვერ აცნობიერებდნენ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system