თავში

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

”აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება რაც შეიძლება მალე,” - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი მხარს უჭერს როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვივე-პრემიერი, დავით ზალკალიანი, ანკარაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისა და ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ ის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. ვიზიტის დასასრულს კი, დავით ზალკალიანი მოინახულებს საქართველოს საელჩოს ანკარაში, სადაც სიმბოლურად აღინიშნება დიპლომატიური მისიის გახსნის 100 წლის იუბილე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system