თავში

საქართველოში ისევ ჩავალ, აუცილებლად - პოზნერი

საქართველოში ისევ ჩავალ, აუცილებლად - პოზნერი
საქართველოში ისევ ჩავალ, აუცილებლად - პოზნერი

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ საქართველოში ისევ ჩამოვა. მისი თქმით, აქ ბევრი მეგობარი ჰყავს. 

"იქ კიდევ ჩავალ, რატომაც არა?! ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. იქ უამრავი მეგობარი მყავს და როგორმე აუცილებლად წავალ საქართველოში" - უთხრა ვლადიმერ პოზნერმა ადგილობრივ მედიას

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

"აჭარა ჯგუფმა", რომლის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "რუმსშიც" პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იზიარებენ პროტესტის სულისკვეთებას და გმობენ ოკუპაციას.

შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

სასტუმრო, ვინოტელი, სადაც ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ივახშმეს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

სასტუმრო ,,რუმს ჰოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს.

გამთენიისას, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვეს.

პოლიციამ რუსი ჟურნალისტი და მისი 31 სტუმარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

ამასთან, მოსკოვში დაბრუნებული რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system