თავში

სახალხო დამცველი "ნაცმოძრაობის" გარე სპიკერად ჩამოყალიბდა - ვოლსკი

სახალხო დამცველი "ნაცმოძრაობის" გარე სპიკერად ჩამოყალიბდა - ვოლსკი
სახალხო დამცველი ნაცმოძრაობის გარე სპიკერად ჩამოყალიბდა - ვოლსკი

"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ნაციონალური მოძრაობის" გარე სპიკერად ჩამოყალიბდა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ომბუდსმენის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის განმარტებით, საარჩევნო პროცესი ისე წარიმართება, რომ კოვიდსაფრთხეები მინიმუმამდე იყოს შემცირებული.

"ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რომელიც გააჩნია "ნაცმოძრაობას", რომ მათთვის უპერსპექტივო არჩევნებში რაღაც პერსპექტივა ჰქონდეთ, თუ მძიმე ეპიდმდგომარეობა იქნება. მათთვის პერსპექტივა არ არსებობს და ახლა არჩევნების გადადებაზე ალაპარაკდნენ, რომ სკანდალური თემა აიწიოს.

ეპიდუსაფრთხოების თვალსაზრისით, საარჩევნო პროცესი, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდი იმ დონეზე იქნება წარმართული, რომ საფრთხეები მინიმუმამდე იყოს შემცირებული და მართვაც უფრო ადვილი იქნება. სახალხო დამცველსაც და ყველა სხვას მართებს სიღრმისეული კონსულტაციების გავლა დარგის სპეციალისტებთან და არა პოლიტიკურ პარტიებთან და მოღვაწეებთან, რომლებსაც თავისი ინტერესი გააჩნიათ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, უნდა დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system