თავში

სამნიძე ხოშტარიას მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა

სამნიძე ხოშტარიას მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა
სამნიძე ხოშტარიას მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა

ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ელენე ხოშტარიას მოუწოდა ბრძოლა შიმშილობის მეთოდით დაასრულოს.

"ახლა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და გადავიყვანოთ სხვა დაწესებულებაში. ასევე, იმედი მაქვს სხვა პოლიტიკოსებიც შეწყვეტენ შიმშილობას. მოვუწოდებ ჩემს კოლეგა ელენე ხოშტარია, რომ ეს ბრძოლა ამ მეთოდით დაასრულოს,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system