თავში

"სანამ არ გადაიყვანენ, არ დავიშლებით" - ნიკა მელია

"სანამ არ გადაიყვანენ, არ დავიშლებით" - ნიკა მელია
სანამ არ გადაიყვანენ, არ დავიშლებით - ნიკა მელია

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. 

აქციაზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია მიმართავს, რომელიც იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ნიკა მელიას თქმით, აქციის მონაწილეები მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში არ გადაიყვანენ.

"სანამ არ გადაიყვანენ არ დავიშლებით. 

ჩვენ არ უნდა წავიდეთ რუსთაველის გამზირიდან მანამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ დავინახავთ ჰოსპიტალში", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისივე თქმით, ახლა მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც ეკა ხერხეულიძემ უნდა გაახმოვანოს.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system