თავში

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ნაბიჯები - მინისტრი

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ნაბიჯები - მინისტრი
საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ნაბიჯები - მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ირაკლი ბებუასთვის მისჯილ 9 წლიან პატიმრობას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ირაკლი ბებუასთვის უკანონოდ სასჯელის დანიშვნა ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას ისახავს მიზნად

"ეს არის მორიგი უკანონო ქმედება, რაც მიზნად ისახავს და სამწუხაროდ განაპირობებს ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი ისედაც გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას. ყოვლად მიუღებელია და სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა მთელ მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით კოვიდპანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები. რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე როგორც ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის თემა, იქნება განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჟენევაში 10-11 დეკემბერს დაგეგმილი საერთაშორისო მოლაპარაკებებისას და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით, ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა მალე გამოიღებს შედეგს და ირაკლი ბებუა, ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეები, დაუბრუნდებიან ოჯახს და გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან," - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system