თავში

საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლეს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლეს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლეს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია უმრავლესობის დეპუტატს - ენძელა მაჭავარიანსა, ხოლო კარლო კოპალიანმა საკითხს მხარი არ დაუჭრია.  

კოპალიანის განმარტებით, ის მხარს არ დაუჭერს პარლამენტში ისეთი პირის ყოფნას, რომელიც დარბევებში იღებდა მონაწილეობას. ბასილაშვილის მხარდაჭერას კოპალიანი საკანონმდებლო ორგანოს სირცხვილად მიიჩნევს. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის თქმით, ის ფაქტი, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

კომიტეტზე კენჭისყრის შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა ცნოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატი 12 დეკმბერს შეუჩერდა.

პლენარულ სხდომამდე, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეუჩერა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას, 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. მისთვის მანდატის შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრს 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის საფუძველი იყო. ნაწილი კი ფიქრობდა, რომ გადაწყვეტილება პარლამენტს იქამდე არ უნდა მიეღო, ვიდრე სამივე ინსტანციის სასამართლო არ გამოიტანდა განაჩენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system