თავში

შეზღუდვების მიუხედავად, აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც

შეზღუდვების მიუხედავად, აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც
შეზღუდვების მიუხედავად, აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც

საქართველოს 7 დიდ ქალაქში, ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, ისევე როგორც თბილისში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. 

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.  

,,მიუხედავად უკანონო შეზღუდვებისა, აჭარის მთავრობის სახლთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, აქცია გრძელდება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!", - წერს სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე. 

შეზღუდვების მიუხედავად, მოძრაობა ,,სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავს.

ცნობისთვის, საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა.

გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება.

გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური 2 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system