თავში

შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალებით - ეუთოს თავმჯდომარე

შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალებით - ეუთოს თავმჯდომარე
შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალებით - ეუთოს თავმჯდომარე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ლინდე წერს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ:

"შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს. ჟურნალისტებისა და ლგბტიქ თემის წინააღმდეგ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა. დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ", - წერს ან ლინდე "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

უკვე მეორე დღეა პარლამენტთან, 5-6 ივლისს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system