თავში

თალაკვაძე: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლაში

თალაკვაძე: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლაში
თალაკვაძე: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლაში

ეპიდემიური კონტროლის ზომებს პარლამენტიც უერთდება. შემოსასვლელებსა და იმ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი კორონავირუსის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეპიდემიური კონტროლისთვის ეფექტური ზომები გაატარა. არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო პერსონალს ეფექტური მუშაობისთვის. .

„საქართველომ გადადგა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ექიმებს, ექთნებსა და ეპიდემიოლოგებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც გაგებით მოეკიდა ეპიდემიური კონტროლისთვის შემოღებულ ზომებს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ინფექციის გავრცელების შეკავებას, ვინაიდან საქართველო ევროპის მასშტაბით, ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. თუ შეადარებთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ ზომებს და ქრონოლოგიას, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეფექტური ზომები მიიღო. პარლამენტიც უერთდება ეპიდემიური კონტროლის ზომებს. შემოსასვლელებსა და იმ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარებით. გარდა ამისა, პერიოდულად მოხდება ზედაპირების დამუშავება, რომელთანაც ადამიანებს აქვთ ხშირი შეხება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system