თავში

თალაკვაძე: ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება მიუღებელია

თალაკვაძე: ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება მიუღებელია
თალაკვაძე: ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება მიუღებელია

"ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

"სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით - იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს ჩაატარა.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" მტკიცებით თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ნიკა გვარამიას თქმით აღნიშნული პირი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთას ასრულებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system