თავში

ცნობილია, როდის დაბრუნდება დანიელსონი საქართველოში

ცნობილია, როდის დაბრუნდება დანიელსონი საქართველოში
ცნობილია, როდის დაბრუნდება დანიელსონი საქართველოში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს დაბრუნდება. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად შარლ მიშელმა დაწერა. 

მისი ინფორმაციითვე, ევროპელი დიპლომატი საქართველოში, პოლიტიკურ მხარეებს შორის მედიაციას გააგრძელებს. 

,,კომპრომისების დროა",-აღნიშნავს პოსტში შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოს 12 მარტს ეწვია.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system